მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ზრდა კვლავ მაღალია და 2023 წლის იანვარ-ივლისში 7.2 პროცენტი დაფიქსირდა.
„ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული.
ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენ მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად.
ამასთანავე, ჩვენი მთავრობა ცდილობს, განავითაროს საკოორდინაციო შესაძლებლობები და გამჭვირვალობის მექანიზმები. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით მონიტორინგის სისტემა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დღის წესრიგისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის.
ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში.
საქართველოს, როგორც პასუხისმგებელიანი გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებასა და ეკომეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.