საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად ევროკავშირსა და აშშ-ს მიიჩნევს. კითხვაზე, ვის მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის, ევროკავშირს ასახელებს გამოკითხულთა 51%, ამერიკის შეერთებულ შტატებს – 32%, აზერბიაჯანი-19%, უკრაინა-17%, თურქეთი-16%, სომხეთი -9%, რუსეთი -9%, გაერთიანებული სამეფო -9%, ისრაელი -7%, ჩინეთი -6%, ირანი-1%, არცერთი და უარი პასუხზე 8-8%.
ამასთან, კითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად, ევროკავშირს პასუხობს გამოკითხულთა 43%, ამერიკის შეერთებულ შტატებს – 31%, თურქეთს -28%, აზერბაიჯანი -24%, რუსეთი -16%, უკრაინა -12%, ჩინეთი -12%, სომხეთი-8%, ისრაელი -5%, გაერთიანებული სამეფო -5%, ირანი -1%, არცერთი -5 %, არ ვიცი/უარი პასუხზე -9%.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩვენვს.
კითხვაზე – ამ ქვეყნებიდან, რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს, რუსეთს ასახელებს გამოკითხულთა 77%, თურქეთი -12%, აშშ -9%, ირანი -6%, ჩინეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს საფრთხედ მიიჩნევს გამოკითხულთა 4%, უკრაინა -3%, ევროკავშირი -2%
გამოკითხულთა უმეტესობა ასევე რუსეთს ასახელებს ქვეყნისთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ. კითხვაზე, ამ ქვეყნებიდან, რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის – რუსეთს ამბობს 69%, თურქეთი -11%, აშშ – 6%, ჩინეთი -5%, უკრაინა და ირანი – 3-3%, აზერბაიჯანი, სომხეთი და ევროკავშირი 2-2%.
ამასთან, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან დიალოგს, სრულად უჭერს მხარს გამოკითხულთა 34%, ნაწილობრივ უჭერს მხარს -24%, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება – 8%, კატეოგრიულად ეწინააღმდეგება -30%.
კითხვაზე, რუსეთთან არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართელოში ცხოვრებისას, გამოკითხულთა 20 პროცენტი პასუხობს – ძალიან დაცულად; უფრო მეტად დაცულად, ვიდრე დაუცველად, აცხადებს გამოკითხულთა 34%; უფრო დაუცველად, ვიდრე დაცულად -31%; ძალიან დაუცველად -12%.
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა თუ კლვავაც მიმდინარეობს, მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ დასრულდა, 73% მიიჩნევს, რომ აგრესია კლავაც გრძელდება.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.