"კავკასიის ქარის კომპანიას" დაგეგმილი აქვს თბილისის (54 მგვტ.) და კასპის (54 მგვტ.) ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, რომელთა ექპლუატაციაში შესვლა 2023 წელს იგეგმება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ორი სადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 108მგვტ., რაც 5-ჯერ აღემატება მოქმედი ქართლის ქარის ელქტროსადგურის სიმძლავრეს. ამასთან როგორც კომპანია ამბობს, მხოლოდ თბილისისა და კასპის ელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიით შესაძლებელი იქნება იმპორტირებული ელექტროენერგიის 10-15 %-ის ჩანაცვლება.
კავკასიის ქარის კომპანიამ სახელმწიფოსგან უკვე შეიძინა 20.6 მგვტ. სიმძლავრის გორის ქარის ელექტროსადგური. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქარის ელექტროსადგურების ელექტროგადამცემ სისტემასთან ინტეგრირება. მაგალითად ერთდროულად 1000 მეგავატის ქსელთან მიერთება მსხვილ ინვესტიციას მოითხოვს ქსელისა და სარეზერვო სიმძლავრეების განვითარების მიმართულებით.
"არსებული შეფასებებით, ქსელის მოქმედი კონფიგურაციით, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში გადამცემ სისტემაზე შესაძლებელი იქნება დაახლოებით 400 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მიერთება, რაც სამომავლოდ გაიზრდება ენერგოსისტემის განვითარებასთან ერთად"-აცხადებენ "კავკასიის ქარის კომპანიაში".
წყარო: BMG