BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

15 იანვარი, 2020 - 14:42

წელს ვაჟა-ფშაველას, წერეთლის და ქეთევან წამებულის გამზირებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მიმდინარე წელს ვაჟა-ფშაველას, წერეთლის და ქეთევან წამებულის გამზირების რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

15 იანვარი, 2020 - 14:38

ეკონომიკის სამინისტრო: ქართულ პორტებში კონტეინერების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა

2019 წლის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში კონტეინერების რაოდენობა მკვეთრად - 41.7%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა პორტებმა 584,879 კონტეინერი (TEU ერთეული) მიიღეს, მათგან ყველაზე მაღალი ზრდა ფოთის პორტში ფიქსირდება, - აღნიშნულ მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

15 იანვარი, 2020 - 14:17

15 იანვარს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიების გამო 15 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

15 იანვარი, 2020 - 14:08

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხის ჩათვლით, მილიარდ ნახევარს მიაღწევს

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარია, ხოლო  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, რომელიც 270 მილიონ ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჯამში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი დაიხარჯება. 

15 იანვარი, 2020 - 11:52

„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც იღებს მონაწილეობას, ხმის მიცემა დაიწყო

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს.  

15 იანვარი, 2020 - 11:19

კალაძემ მერიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს კორუფციის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენმოუწოდა.

14 იანვარი, 2020 - 23:46

იაპონიაში 1,000-მდე სწრაფი კვების ობიექტში შქმერული გაიყიდება

იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, იაპონიაში ქართული კერძი - დაფასოებული შქმერული გაიყიდება. მას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელი "მაცუია" გაყიდის. 

14 იანვარი, 2020 - 14:46

2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 41.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 5 209 505 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია, ხოლო ხოლო 2017 წელთან შედარებით ზრდა 27.63%-ია.

14 იანვარი, 2020 - 12:49

ხაზარაძე: საარბიტრაჟო დავა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს

დღეს "ანაკლიის განვითარების კონოსრციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.

14 იანვარი, 2020 - 12:42

დღეს, კორორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა

კორორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნა.