ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ბათუმში გაიმართა.
წერილში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს ღრმა და მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, მის ხალხთან და დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების უფლებას.
საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: „მამული, ენა, სარწმუნოება“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ „კი“ ევროპას, „არა“ რუსულ კანონს!
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ მომართულ პოლიტიკურ ინსტრუმენტს ეძახის და აცხადებს, რომ ევროდეპუტატების მიზანი საქართველოს მოსახლეობაზე თავდასხმაა - ამის შესახებ პაპუაშვილმა მედიასთან დღეს ისაუბრა.