jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ჩვენ უნდა დავაწესოთ მიზანმიმართული სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტები პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ფოტიგამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ქართველი ხალხის ნება აღნიშნული კანონის ხელახლა წარდგენით უკვე დაირღვა.

„ჩვენ საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მივანიჭეთ, საქართველოს ხალხის ნების აღიარებით და საქართველოს მოქალაქეების ეს ნება უკვე დაარღვიეს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ხელახლა წარდგენით, ამიტომ ისინი კიდევ უფრო არ უნდა დაისაჯონ. ჩვენ უნდა დავაწესოთ მიზანმიმართული სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“, – განაცხადა ფოტიგამ.

71