BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მოსწავლეებმა თმა უნდა შეიკრან“ - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი წესები განისაზღვრა.
 
წესების თანახმად, სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა უზრუნველყავონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება. ასევე, მოსწავლეებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები.
 
სავალდებულო რეკომენდაციების სრული ჩამონათვალია:  
– დაიცავით ჰიგიენის წესები;
– დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
– დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
– დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
– დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
– მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
– სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
– არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
357