BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საფრანგეთში გამართულ „Citadelles Du Vin“ კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

საფრანგეთის ქალაქ ბორდში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე „Citadelles Du Vin" ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 
 
როგორც www.businesstime.ge-ის „ღვინის ეროვნული სააგენტოდან" აცნობეს“, ოქროს მედლები ღვინის კომპანია „შუმის“ ღვინოებს ერგო: „ბიო საფერავი ვინობიზა - 2016“, პრემიალური „მუკუზანი ვინობიზა - 2018“ და „წინანდალი იბერიული - 2018“. "შუმის" ღვინომ „ბიო საფერავი - 2016“ მიიღო სპეციალური პრიზი, როგორც საუკეთესო ქართულმა ღვინომ.  ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა "მეღვინეობა ხარებას" ღვინო „კრახუნა - 2019“.
463