BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა“ - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსის( ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება) 10 დადასტურებულიო შემთხვევაა.
 
“ჩვენ ამ ეტაპზე ყირიმ- კონგოს ვირუსით ინფიცირებული მხოლო ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც გამოჯანმრთელებული და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს.  საეჭვო ყირიმ კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დატოვებენ კლინიკას. შემიძლია გითხრათ, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში ყირიმ კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა. ვნახოთ დინამიკაში როგორი იქნება“.  – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
1377