BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ბინებზე იპოთეკური სესხების სუბსიდირება ზოგადად გააუმჯობესებს მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას” - კობა გვენეტაძე

მთავრობის გადასაწყვეტია თუ რომელ მოწყვლად ჯგუფს და რა ფორმით დაეხმარება, მაგრამ, ის ფაქტი და ღონისძიება, რომელიც გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ბინებზე იპოთეკური სესხების სუბსიდირება ზოგადად გააუმჯობესებს მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ იპოთექის სუბსუდირებაზე  დასმულ კითხვას.
 
მისივე თქმით, პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საკრედიტო აქტივობის აღდგენას.
 
“ფაქტია, რომ მოთხოვნა შემცირდება უძრავი ქონების ბაზარზე. შემცირდება ფასებიც, თუმცა იმის გამო, რომ თავის დროზე სწორი საზედამხედველო პოლიტიკა იქნა გატარებული ამ მიმართულებით, 2008 წლის კრიზისისგან განსხვავებით, ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ბუშტი არ შეიმჩნევა, შესაბამისად არ ვფიქრობთ, რომ კორექტირება იქნება ისეთი, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ჩვენ გამოვაქვყენეთ ფასს 9-ის ფარგლებში მომზადებული მაკროეკონომიკური პროგნოზები და იქ საბაზო პროგნოზში მივუთითეთ, რომ წელს ლარში უძრავი ქონების ფასები საშუალოდ 5%-ით შემცირდება. ამავე დროს იგეგმება სამთავრობო ინიციატივები, რომლებიც ამ სექტორის დახმარებას ითვალისწინებს. ისინი განიხილება და უახლოეს მომავალში გაცხადდება.
 
დიახ, ამ განხილვებში სებ-ი არის ჩართული. ჯამში, მაინც მთავრობის გადასაწყვეტია თუ რომელ მოწყვლად ჯგუფს და რა ფორმით დაეხმარება, მაგრამ, ის ფაქტი და ღონისძიება, რომელიც გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ბინებზე იპოთეკური სესხების სუბსიდირება ზოგადად გააუმჯობესებს მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის საკრედიტო აქტივობას აღდგენს ამ მიმართულებით. ეს გაზრდის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე და შედარებით გააჯანსაღებს სამშენებლო კომპანიების მდგომარეობას. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის გავრცელდეს ლარის სესხებზე მხოლოდ. რათა წახალისდეს ლარიზაცია და შემცირდეს სავალუტო რისკები. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გაცხადდება ეს ინიციატივა,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.  
431