BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უხანში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

უხანში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას იმ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ექიმი გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში მუშაობდა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ექიმი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში 19 იანვარს შეიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი უხანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
 
„23 თებერვალს, დილის 6:30 საათზე ის უხანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მწუხარებას გამოვთქვამთ ექიმ სია სისის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს“,- ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ჩინეთში კორონავირუსით ექიმის გარდაცვალების რამდენიმე შეთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის 3 000-ზე მეტი წარმომადგენელია დაინფიცირებული.
471