BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პარიზში ფილმს „საქართველო ღვინის სამშობლო" სპეციალური პრიზი გადაეცა

ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ საფრანგეთში, ქალაქ მარსელში მიმდინარე წლის 13-16 ივნისს გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე „Oenovideo“ - ფესტივალის პარტნიორთა და ჟიურის მიერ - მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიას ფილმის იდეის ავტორი და შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და „იუნესკოში“ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი დაესწრნენ
330