BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით „გალერია თბილისი“ თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა

სავაჭრო ცენტრების მიმოხილვის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman and Wakefield Georgia-მ მოამზადა, გალერია თბილისი თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა.
 
სავაჭრო ცენტრების ზოგად შეფასებაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა, გალერია თბილისმა სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. შეფასება შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: ადგილმდებარეობა, პროდუქციის არჩევანი, ვაკანტური სივრცე, საინფორმაციო მომსახურება / ნავიგაციის სისტემა, სივრცის დაგეგმარება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია, შშმ პირებისთვის ადაპტირება, კვება, პარკინგი, კონკურენტული უპირატესობა.
 
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით, გალერია თბილისი ასევე უმაღლესი ქულით შეფასდა მულტიფუნქციურობის კუთხით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში მაღაზიებთან ერთად გასართობი, კვების, სერვის ობიექტებისა და სასტუმროს ინტეგრირებას, ასევე სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა აქტივობების გამართვას
266