BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კალაძე: „როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული“

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ალბათ ეროვნული ბანკი დამატებით მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს, - IPN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

კალაძის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. 

„რის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, ტურისტების შემცირებული ნაკადი და ნაკლები რაოდენობა, ასევე არის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და გარე ფაქტორები. ყველაფერ ამან ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს არის და არის ძალიან ცუდი. მე გამიხარდებოდა, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული და ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება მოხდეს. ის, რაც არის დღეს კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ალბათ ეროვნული ბანკი დამატებით მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს და წამოვიდეს ქვემოთ“, - აცხადებს კალაძე.

587