BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები შემცირდა

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1%-ით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა.

ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:

საკვები და სასმელი: 310.5 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 232.9 ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 26.2%;

განთავსება: 305.3 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 228.9 ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 25.7;

გართობა: 220.2 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 165.2 ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 18.6%;

საყიდლები: 156.5 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 117.3 ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 13.2%;

ხანგრძლივი მოხმარების საგნები: 89.2 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 66.9 ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 7.5%;

ადგილობრივი ტრანსპორტი: 86.0 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 64.5 ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 7.3%;

ძვირფასი ნივთები: 1.0 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 0.7 ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 0.1%;

სხვა: 17.6 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 13.2ლარი, წილი მთლიან ხარჯში - 1.5%.

273