BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს

მოსკოვი აშშ-სგან საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
 
„ჩვენ ვისურვებდით, გვენახა სერგეი ლავროვო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. აშშ-ს ბოლო წლებში არაერთხელ შეუქმნია ჩვენთვის სირთულეები სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაერო-ს ხაზით. საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით, შეასრულონ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია გაერო-ს შტაბ-ბინა და დაუყოვნებლივ გასცენ ვიზები მინისტრისთვის და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრისთვის“, – განაცხდა ანტონოვმა.
 
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 13 სექტემბერს გაიხსნება.
1008