BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საფრანგეთში სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისთვის დღეიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

საფრანგეთში დღეიდან სამედიცინო სფეროს ათასობით თანამშრომლისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უფლებამოსილების შეჩერება და ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
 
მედიის ინფორმაციით, დღეიდან საავადმყოფოების თანამშრომლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების მძღოლები, მოხუცთა თავშესაფრების მუშაკები, კერძო ექიმები და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, საერთო ჯამში დაახლოებით 2.7 მილიონ ადამიანი, ვალდებულია, დაადასტურონ, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული აქვთ.
 
საფრანგეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ პარიზში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან, ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
2492