BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

არსებულ ვითარებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ყოვლად დაუშვებელია - გადაიტანეთ გამოცდები ოქტომბერ-ნოემბერში - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძის განცხადებით,  მეოთხე ტალღა, რაც სექტემბერში უნდა ყოფილიყო, აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება, რადგან საქართველოში ინდური შტამის გავრცელება დაიწყო.
 
“სამწუხაროდ, ინდურ შტამთან დაკავშირებით, (ე.წ. დელტა შტამი) ვერ არის საქმე კარგად. ვრცელდება კატასტროფულად სწრაფად. არის დოკუმენტური ინფორმაცია, ბრიტანეთში 96% არის ინფიცირებული ინდური შტამით. ბრიტანულ შტამს გავრცელების სიჩქარით გადაუჯოკრა ბრიტანულ შტამს. ბრიტანული შტამის გავრცელებას თუ დაჭირდა რამდენიმე თვე, ინდური შტამი კვირებში და  დღეებში იპყრობს ევროპას. საფრანგეთში 4% ინფიცირებულია ინდური შტამით, აშშ-ში 6-დან 10%-მდე.”- განაცხადა ფხაკაძემ.
 
მისივე თქმით, საქართველოში ინდური შტამი შემოვიდა ერთი თვის წინ. ჩვენ არვიცით რამდენი ადამიანია ინფიცირებული არსებული შტამებით. თუმცა 18-ზე მეტია… ამასთან, ინდური შტამისთვის სიცხე პრობლემა აღარ არის…
 
„ბრიტანული ვირუსის შედეგად მეოთხე ტალღა უნდა ყოფილიყო სექტემბერში, თუმცა ამ ფონზე ინდურის გამოჩენა დააჩქარებს გავრცელებას და იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში.
 
ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი, მაგრამ ისე კი არა, რომ ჩავკეტოთ და სახლში ვისხდეთ, არამედ ჩასაკეტია ჭკვიანურად, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს წერტილოვნად, ჭკვიანურად და რაც შეიძლება მალე.
 
საქართველოში  ინდური ვირუსის გავრცელება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დღეს. ვირუსი სწრაფად გავრცელდება, რადგან ჩვენთან არანაირი პირობები არ არსებობს, რომ ეს შეჩერდეს.
 
აფეთქებდა დაიწყება აგვისტოში. ჩემი კალკულაციით ეს იქნება შუა რიცხვებში, ეს არის სუფთა მათემატიკა. რეალურად ინდური შტამით 18 ადამიანზე მეტია ინფიცირებული საქართველოში. ამ 18-ს ალბათ ერთ ნული  უნდა დავუმატოთ” – განაცხადა ფხაკაძემ.
 
მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ყოვლად დაუშვებელია და დანაშაულია. 
 
„ეროვნული გამოცდები და მანდატურის გამოცდები ტარდება პაპანაქება სიცხეში. ამას ჰქვია არაპროფესიონალიზმი. აგვისტოს ბოლოს იქნება ვირუსის აფქეთება, სექტემბერში დაგვარტყამს. შუა პანდემიაში აპირებენ გამოცდების ჩატარებას. არიან მავნებლები, თავიანთი თავი არ ეცოდებათ, ბავშვებმა რა დააშავეს, მანდატურებმა რა დააშავეს, მასწავლებმა რა დააშავეს?!  რამე მოიფიქრეთ, გადაიტანეთ გამოცდები ოქტომბერ-ნოემბერში, აფეთქება ჩაცხრება. ინდური შტამი პირდაპირ ურტყამს ბავშვებს. აგვისტო-სექტემბერი იქნება ძალიან კრიტიკული…“
 
ფხაკაძემ ისაუბრა ასევე იმ ბოლო მონაცემებზე რომელიც ამტკიცეს, რომ ინდოეთში გარდაცვლილი ადამიანწბის 30 % -ი იყო ორ ორჯერ აცრილი . 
 
“ეს არის იმის დასტური, რომ ინდური შტამი არის ვერაგი. ბოლო კვლევების თანახმად, - “ფაიზერით” აცრის შემთხვევაში ინდურ შტამთან მიმართებაში 79 - % ია ეფექტურობა, ბრიტანულ შტამთან მიმართებაში კი - 92 %. “ასტრაზენეკას” ეფექტურობა კი ინდურ შტამთან მიმართებაში 60-%- ია , ბრიტანულ შტამთან 73-%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.”- აღნიშნა ფხაკაძემ. 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
8444