BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბაგები-მაღლივის საბაგიროთი მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

თბილისის მერის განცხადებით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 15 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამოქმედებულ გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
„მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო.
 
სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასო გავხადეთ და დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით განისაზღვროს. 15 ივნისიდან ეს საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით იმგზავრებს 1.5 საათის განმავლობაში, ამ კონკრეტულ საბაგიროს უფასოდ გამოიყენებს.
 
ბევრი ადამიანი სარგებლობს არსებული საბაგიროთი და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კალაძემ.
235