საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანგელა სიმაომ განაცხადა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ექსპორტი 12%-ით შემცირდა და ჯამში, დაახლოებით 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. თითქმის 16%-ით შემცირდა გასულ წელს იმპორტი და მისი მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
იანვრიდან საქართველოში მტკნარი და მინერალური წყალი გაძვირდა. შესაბამისად მომხმარებლებს სუპერმარკეტების დახლებზე გაძვირებული პროდუქცია დახვდათ.
სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა მრუდი მოდის ქვემოთ, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.