მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე მსჯელობს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომლის რეფორმირებაც იწყება, სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი მთელი იანვრის განმავლობაში 8,5%-ია.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა.
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
დღევანდელი საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ ეს არჩევნები შეაფასა, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, - ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
„კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?“ - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც NDI-მ კვლევის ფარგლებში დასვა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს.