jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, ნატო-საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„შეხვედრაზე შევეხეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის. რუსეთის ომმა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაცია რისკის ქვეშ დააყენა და საფრთხე შეუქმნა გლობალურად საკვების მიწოდებას. ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე ძლიერია და დღეს ვიმსჯელეთ, როგორ გავაღრმაოთ ის კიდევ უფრო მეტად.

იანვარში ჩვენ ინდივიდუალუარად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე შევთანხმდით, რათა გაგვეღრმავებინა ურთიერთობა ნატო-სა და საქართველოს შორის. მივესალმები იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია. რამდენიმე დღის წინ თურქეთის სამხედრო ფრეგატი ჩავიდა ბათუმში, საქართველოს სანაპირო დაცვის წვრთნის ფარგლებში. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმ პრაქტიკული ნაბიჯების, რათა გავაძლიეროთ თქვენი საზღვაო შესაძლებლობლები, რაც მნიშვენლოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს გვერდით დგას.

„ნატო თქვენ გვერდით დგას, როდესაც აგრძელებთ გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს, ალიანსის წევრი“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

95