jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ბატონო პრემიერო, მიხარია თქვენი ნახვა კიდევ ერთხელ. კარგია, რომ ახლა აქ ვარ. ეს ასახავს, რამდენად ღირებულია ჩვენთვის საქართველო-ნატო-ს პარტნიორობა. ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში იყავით, ახლა მე აქ ვარ. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგია. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს მისიებსა და ოპერაციაებში. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნების ჩატარება სრულიად უკანონოა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ნათლად არც თავისუფალი იყო და არც გამჭვირვალე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

104