jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ომბუდსმენის აპარატი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენს.

„სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

50