jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსება გაუზარდა. მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტრომ 35 მლნ ლარი უნდა მიმართოს 50-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც საპატრიარქოს მიერ არის დაფუძნებული.

როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა, საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის 30 მილიონი ისედაც ყოველწლიურად გამოიყოფოდა, თუმცა ახლა აღნიშნული დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა.

„30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, რაც გასულ წელს წლევანდელ ბიუჯეტში ასიგნებებში ჩაიდო. კონკრეტული მიზნობრიობა აქვს ამ თანხას, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს პროგრამების დაფინანსებისთვის. იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მილიონით ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა. ანუ მთლიანობაში იყო 30-მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მილიონი, შესაბამისი საგანმანათლებლო რაც მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს შესაბამისი პროგრამები დაფინანსდეს“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყოველწლიურ ბიუჯეტთან ერთად, საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონი ლარი გამოდის და ყველაფერი გამჭვირვალეა.

146