jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, თუ ხალხის მხრიდან იქნება ძალადობა, პოლიცია ამას კანონის ფარგლებში უპასუხებს.

„თუ არ იქნება ძალადობა , ბუნებრივია არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, პოლიცია ამას პასუხის გასცემს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის მტკიცებით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აქციაზე ახლა ძალადობას აორგანიზებს, რის შესახებაც მან მისივე კოლეგისგან გაიგო.

„ნახეთ, „გადაგივლით“ - ეს არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმართვა პოლიციის მიმართ. როგორც ჩანს, ცოტნე კობერიძის. ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორი არის ვინმე ზივზივაძე, თუ არ ვცდები ჩვენმა კოლეგამ გაახმოვანა, ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას, თუ ასეთი იქნება პოლიციას ამ შემთხვევაში მოუწევს რეაგირება, სხვა შემთხვევაში პოლიცია რაც არ იქნება იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

გარდა ამისა, მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული.

91