jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს, 16 აპრილს პარლამენტთან ორი აქცია გაიმართება. პირველი, პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს, სადაც, სავარაუდოდ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.

ე.წ. რუსული კანონი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ, უწყვეტი აქციის ფონზე მიიღო. დღეს დაგეგმილია მისი პირველი მოსმენით მიღება პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც გუშინ, დღესაც, პარლამენტში შესვლის უფლება არ აქვთ, რადიოს, ასევე ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ მოქალაქეები "რუსული კანონის" განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გუშინ, 15 აპრილსაც. აქცია დილით, 10:00 საათზე, კომიტეტის დაწყებამდე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

საღამოს, 19:00 საათიდან, ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებისთვის პარლამენტთან უკვე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილს, აქციაზე ჯამში 14 ადამიანი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ დაშავდა ერთი პოლიციელი.

62