პარლამენტის უკანა შესავლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა.
პარლამენტის მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.
მოქალაქეებმა სპეცრაზმელებს წყალი შეასხეს.