უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ კიევისკენ გაშვებული ორივე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში, სულ მცირე, ორი აფეთქების ხმა გაისმა.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში, რუსეთთან ომს ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებში კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
დასავლეთის ინტერვენციის გამო, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე ომში გადაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინის დასახმარებლად რეზერვიდან ოთხი მილიარდი დოლარის გამოყენებას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.